ახალი ამბები კვლევები საზოგადოება

NDI: საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, – აღნიშნულის შესახებ კვლევას,  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მოსახლეობის მხოლოდ 39% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო 25%-ის აზრით ქვეყანაში დემოკრატია არც არასდროს ყოფილა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის
დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი
მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო
მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ
საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი,
ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია”, – ნათქვამია კვლევაში.

იტვირთბა....