[su_quote]ჩვენ გრიპის პანდემიისას დავკარგეთ 20-მდე ორსული და ახლა რამდენი ორსული შეიწირა კორონამ? ესე მიდგომა არ შეიძლება. ასეულ ათასობით ქართველმა გადაიტანა კორონა პრობლემის გარეშე, კი ბატონო, მაგრამ 15 000 ჩვენი მოქალაქე რომ შეეწირა, რატომ უნდა შეეწიროს ადამიანი, როცა არსებობს ვაქცინა და იმის გარანტიას გაძლევს, რომ 97% სიცოცხლე გადარჩება[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის ეთერში.