საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ინსტიტუტების განვითარებას დენდენციური და პოლარიზებული გარემო აფერხებს.
“საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული გარემო. როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს”, – დეგნანის გამოსვლის თარგმანს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.