ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კილაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ზონდერ პოლიციელების რიგებშია, არამგონია, ბევრ პოლიციელს ჰქონდეს პარაგრაფში დასვენების შესაძლებლობა

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სამსახურიდან გაგდებული იყო და 2012 წელს დააბრუნეს. კილაძის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ზონდერი პოლიციელების რიგებშია.
“კადრები რომ არ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ვერსიას მოვისმენდით და როგორ გამოიყვანდნენ ამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს დამნაშავედ და კრიმინალად. დღეს რა გვესმის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან, რომ დადგმულს ჰგავს ეს კადრებიო და დამკვეთებიც არსებობენო. მე რა ინფორმაციაც მოვიპოვე, ეს პოლიციელი, სხვათაშორის გაგდებული იყო პოლიციიდან და 2012 წელს დააბრუნეს. ახლა კი ხელისუფლება მიანიშნებს, რომ შეიძლება ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს პოლიციის დისკრედიტაცია.
ამ პოლიციელის ფეისბუქის გვერდი დავათვალიერე, ზაფხულში პარაგრაფში ისვენებდა. არამგონია ბევრ პოლიციელს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ზონდერი პოლიციელების რიგებშია, რომლებიც უმეტესად მეტროებში ჰყავთ გაფორმებული და იქ იღებენ სოლიდურ ანაზღაურებას”, – ამბობს კილაძე.
იტვირთბა....