ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა საკმაოდ აქტიურ კამპანიას ეწევა ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ხმის დაგროვების პროცესში, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა “ოლლ სტარზე” მონაწილეობის უფლება მიიღოს.
თავის დროზე, ბერამ სარეკლამო ვიდეო-როლიკიც გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს მოუწოდა ხმა მიეცათ ქართველი კალათბურთელისთვის. ამჯერად კი ბერა საერთაშორისო არენაზეც გააქტიურდა. მოგეხსენებათ, მას საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს აშშ-ში და საკუთარ ვებ-გვერდზე დაიწყო აქტიური კამპანია.
როგორც ირკვევა ბოლო დღეების განმავლობაში ზაზამ 200 ათასზე მეტი ხმა მიიღო.