აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი (JCS) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დღეს, ადგილობრივი დროით 14:20 საათზე ვონსანის რაიონის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე წყლების მიმართულებით რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“ სამხედრო ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. როგორც ცნობილია, რაკეტამ დაახლოებით 240 კმ-ის მანძილზე იფრინა.

ამასთან, ცოტა ხნით ადრე, ჩრდილოეთ კორეამ იმავე რაიონიდან კიდევ რამდენიმე ამოუცნობი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე ინფორმაციას იაპონიაშიც ავრცელებენ. სანაპირო დაცვის განაცხადებით, ბოლო რაკეტა ზღვაში გაშვებიდან დაახლოებით ათი წუთში ჩავარდა. მათივე ცნობით, არცერთი რაკეტა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში არ შესულა.

„ფხენიანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და საერთაშორისო საზოგადოებაში“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ.

იტვირთბა....