ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი დეტალი პროკურორის მკვლელობაში: რატომ ცდილობდა მკვლელი გვამის დანაწევრებას…

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა. როგორც ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური შინაგან საქმეთა სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ნაქირავებ სახლში მკვლელი გვამის დანაწევრებას ცდილობდა.

როგორც ჩანს, მკვლელმა გვამის დანაწევრების მცდელობის შემდეგ, გადაწყვიტა დროებით გადაედო პროცესი, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და გადაწყვიტა გვამის ოტახში დატოვება.

სამართალდამცავებმა აღნიშნულ ოთახში ე.წ “ბალგარკა” იპოვეს, რომლითაც მკვლელი ცდილობდა გვამის გადახერხვას. ამასთან, ნაპოვნია დიდი ზომის ჩანთა ბორბლებზე, რომლითაც, როგორც ჩანს, მკვლელს განზრახული ჰქონდა დანაწევრებული გვამის გადაყვანა და დამალვა.

გამოძიება ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს. დაღუპულის ოჯახის წევრები კი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვენ, რადგან მათ არ სჯერათ წინასწარი ვერსიის, რომლის მიხედვითაც ქირია მისმა ნათესავმა კუჭავამ მოკლა, ხოლო მოგვიანებით პოლიციის დევნის დროს მან თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში დაღუპული იპოვეს. გავრცელებული ინორმაციით ქირია ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ხოლო მისმა სავარაუდო მკვლელმა, მისმა ნათესავმა კუჭავამ თავი მოიკლა.

იტვირთბა....