aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

სანიკიძე: პოლიცია აღარ გყვავს, ესენი არიან ბიძინას დაგეშილი მეძებრები

ეს არის რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები მარტო ცხოველურ ინსტიქტებზე გადავიდნენ. გაჭირვებამ იცის შეჩვევა და ადამიანური სახის დაკარგვა, ის პოლიციელი არ არის ადამიანი ის არის ცოფიანი ძაღლი. ამიტომმ აქ აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ამ კაცის სახელი და გვარი, გავიგოთ, ყველამ უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ ერთმანეთს მის ოჯახში აღდგომასაც მიულოცავენ, აი ამნაირი ქრისტიანები ვართ. საქართველო თავიდან არის გადასანათლი. თავიდან მოსანათლია. ჩვენ არ გვყავს პოლიცია, ესენი არიან ბიძინას მეძებრები. დაგეშილი მეძებრები, მათთვის სამშობლო არის ბიძინას სასახლე. მათ სამშობლოს საქართველო არ ჰქვია, ჰქვია ჭოლვილა. მოვედით ლოგიკურ დასასრულამდე. საქართველოში დიდი ხანია ხალხი აღარ არსებობს, არის მხოლოდ მოსახლეობა
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....