ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Pfizer-ის ხელმძღვანელი: იმედია, გვექნება ვაქცინა, რომლის წელიწადში ერთხელ გაკეთებაც საკმარისი იქნება

კორპორაციის Pfizer Inc. გენერალურ დირექტორს, ალბერტ ბურლას ისრაელის ტელევიზიაში N12News ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბუსტერ დოზების გაკეთება ყოველ 4-5 თვეში ერთხელ იქნება საჭირო. ამასთან დაკავშირებით, ბურლამ აღნიშნა:

“ეს კარგი სცენარი არ იქნება. იმედი მაქვს, გვექნება ვაქცინა, რომლის გაკეთებაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოგვიწევს. უფრო ადვილია, ადამიანი წელიწადში ერთხელ ვაქცინაციაზე დაითანხმო. ეს უფრო ადვილად გაახსენდებათ. ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან, ეს იდეალური სიტუაცია იქნებოდა. შევხედავთ, შევძლებთ თუ არა ისეთი ვაქცინის შექმნას, რომელიც ომიკრონისგან დაგვიცავს და სხვა ვარიანტების გავრცელებას შეაფერხებს – შეიძლება, ეს იყოს გამოსავალი”.

ბურლას თქმით, ვირუსი არსად გაქრება, თუმცა, აქვს მოლოდინი, რომ ნორმალურ ცხოვრებას რამდენიმე თვეში დავუბრუნდებით.

“ვირუსი არ აღმოიფხვრება, ის ჩვენთან მრავალი წელი დარჩება, თუმცა, რამდენიმე თვეში შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ისევ იარსებებენ ომიკრონის მსგავსი ანომალიები, მაგრამ მათი გაკონტროლება შეგვეძლება”, – ამბობს ის.

ალბერტ ბურლას თქმით, კომპანია “ფაიზერი” შესაძლოა, მოდიფიცირებული ვაქცინის დასამტკიცებლად განაცხადის შეტანისთვის მზად იყოს და მისი მასობრივი წარმოება უკვე მარტში დაიწყოს.

იტვირთბა....