aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უკრაინიდან საელჩოს ევაკუაციის გეგმის შესახებ უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უკრაინიდან საელჩოს ევაკუაციის გეგმის შესახებ უარყოფს, – აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმის” უკრაინული რედაქცია იუწყება.

როგორც მედია წერს, აშშ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მოქმედების გეგმას ადგენს და საელჩოს თანამშრომლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ვურჩევთ აშშ-ს მოქალაქეებს ინფორმირებულები იყვნენ რუსეთთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომელიც გეგმავს სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკელ დიპლომატებისა და მათი ოჯახებზე ჩვენი პოზიციის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება თუ იქნება, ამერიკელი მოქალაქეები არ უნდა ელოდონ, რომ იქნება ევაკუაცია აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით. ამჟამად გაფრენის უზრუნველყოფისთვის ხელმისაწვდომია კომერციული რეისები”, – წერს მედია.

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და გერმანია უკრაინიდან საელჩოების ევაკუაციას გეგმავს.

იტვირთბა....