ახალი ამბები მთავარი

ვერა თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული ტერიტორია აღმოჩნდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის დასადგენად ინდიკატორული კვლევები ჩაატარა.

ქალაქის 25 სხვადასხვა ადგილას სინჯის ამღებები მოთავსდა და ჰაერში სხვადასხვა ინგრედიენტის შემცველობა გაიზომა. შედეგები ევროპის ლაბორატორიებში გაიგზავნა და მათი ევროკავშირის ნორმებთან შედარება მოხდა.

სააგენტომ ინდიკატორული კვლევა სექტემბერში დაიწყო. ბოლო მაჩვენებლები კი ნოემბერში გაზომა.

სპეციალისტები დაბინძურების მთავარ მიზეზებად გადატვირთულ სატრანსპორტო მოძრაობას, დიდი რაოდენობით გამონაბოლქვსა და მწვანე საფარის ნაკლებობას ასახელებენ.

ინდიკატორული კვლევები წელსაც გაგრძელდება.

 

იტვირთბა....