ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც ახლა ხდება რუსეთსა და დასავლეთს შორის, პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, საქართველოში ავტორიტარიზმი რა ძალის იქნება”, – ხოშტარია

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“ახლა რაც ხდება რუსეთსა და დასავლეთს შორის, პირდაპირ არის დაკავშირებული, საქართველოში ავტორიტარიზმი რა ძალის იქნება. ახლა რაც ხდება, ეს არის ავტორიტარიზმი ამ რეგიონში იმარჯვებს, თუ მარცხდება. ასეთ ზღვრამდე მიდის ეს, რადგან პუტინი უკვე აცხადებს, რომ მორჩა, ამ დემოკრატიობანას თამაშები მე ამ რეგიონში არ მომწონს.

ელენე ხოშტარიას თქმით, დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ საქართველო ამ პროცესებში ჩართონ, თუმცა, ხელისუფლება პასიურობს და ამ ფონზე, ოპოზიციამ უნდა დააფიქსიროს ჩვენი ქვეყნის პოზიცია:

“აქაც ჩვენ არ ვართ პასიური მოთამაშეები, ჩვენ ვნახეთ, ამერიკის ელჩი ძალიან აქტიურია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიყვანა საელჩოში, ასევე თქვეს, რომ ჩართეს საქართველო ამ მოლაპარაკებებში. ხელისუფლება კი არ აქტიურობს. ამ პირობებში, ჩვენ დასავლეთს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ქვეყანა არ არის “ქართული ოცნება” და რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დათმობას დემოკრატიულობის თვალსაზრისით, არც ნატო-სთან, არც ევროკავშირთან მიმართებაში, არც რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ ვაპირებთ. მე მაგალითად, ვიზიტით ვაპირებ უკრაინაში წასვლას. საჭიროა კომუნიკაცია, ერთიანი პოზიცია. საქართველოს ხმა ოპოზიციის სახით უნდა ისმოდეს, რომ ხელისუფლება შეიძლება პასიურობს, მაგრამ ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ “ქართული ოცნება”. სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობებში გადამწყვეტი როლი აქვს მთავრობას, მაგრამ ჩვენი ხმის ჩვენება, რომ არ ვართ დანებებულები, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამბობს ხოშტარია.

 

 

იტვირთბა....