aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს”, – რუსეთის საგარეო უწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის რუსული დიპლომატიის შემაჯამებელ კითხვა-პასუხი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი საქართველოსაც შეეხება. უფრო კონკრეტულად, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ კითხვაზე პასუხად რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა:

“ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს”, – ავრცელებს “ინტერპრესნიუსი” განცხადების თარგმანს.

იტვირთბა....