ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამდენიმე დღის წინ დაკარგული პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვნეს

საქართველოს პორკურატურის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც 16 იანვარს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე იპოვნეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირიაა.

პროკურატურას ამ დრომდე არ დაუზუსტებია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ცხედარი ქავთარაძის ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში იპოვნეს. ადგილზე, სადაც პროკურორი მოკლული იპოვეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურორის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვნა.

 

იტვირთბა....