ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბლინკენი: ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ რუსეთი უკრაინაში შესვლას არ აპირებს, რის პასუხადაც, ლავროვს შესთავაზა, მოსკოვმა ეს კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცოს და უკრაინის საზღვრიდან სამხედროები გაიყვანოს. ამის შესახებ ბლინკენმა ჟენავაში, ლავროვთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. მე ლავროვს შევთავაზე, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება“, – ავრცელებს “ინტერპრესნიუსი” ბლინკენის განცხადებას.

 

იტვირთბა....