aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალების პროტესტს“, – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ხელოვანების და სამოქალაქო აქტივისტების აქციას გამოეხმაურა. როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეეძლოს, აუცილებლად შეუერთდებოდა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს.

“რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.

ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი. მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი”, –  წერს სააკაშვილი.

 

იტვირთბა....