ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კომპანია Neuralink ტვინში ჩასამონტაჟებელი ჩიპების ადამიანებზე გამოცდისთვის ემზადება

ილონ მასკის მიერ დაარსებულმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ინტერფეისის შექმნაზე, რომელმაც თავის ტვინი კომპიუტერს უნდა დაუკავშიროს, კლინიკური კვლევების დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ჩიპების ადამიანებზე გამოცდა მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

გამოცხადებული ვაკანსიის მიხედვით, კლინიკური კვლევების დირექტორს რევოლუციური სამედიცინო მოწყობილობის ადამიანებზე გამოცდის პროცესის ხელმძღვანელობა დაევალება.

“შერჩეული პირი მჭიდროდ ითანამშრომლებს ექიმებთან, რომლებიც ყველაზე ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში გამოცდით არიან დაკავებული, წამყვან ინჟინრებთან და ასევე, პირველი კლინიკური ცდის მონაწილეებთან. ამასთან, მან უნდა ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც Neuralink-ის კლინიკურ კვლევებს წარმართავს”, – ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

ილონ მასკის განცხადებით, იმ მაიმუნებს, რომლებზეც Neuralink-ის იმპლანტი გამოსცადეს, გონების ძალით შეუძლიათ ვიდეოთამაშების თამაში.

არსებული ინფორმაციით, ულტრათხელი ელექტოდები ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას ახდენენ, რაც ისეთი პაციენტების მკურნალობის პროცესში უნდა იქნას გამოყენებული, რომლებსაც ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული დამბლა, ასევე, მხედველობის და სმენის პრობლემები ან ალცჰაიმერის დაავადება აქვთ.

იტვირთბა....