ახალი ამბები მედია სამართალი

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

 

სამართალდამცველებმა აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. უწყების ინფრომაციით 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აბაშიძის ქუჩის N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ფეხში დაჭრა 1992 წელს დაბადებული დავით დ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე, სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას.

გამოძიება ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

იტვირთბა....