ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კელი დეგნანი: უკრაინის საკითხებზე საქართველოსთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნინის განცხადებით, ამერიკამ უკრაინასთან დაკავშირებით კონსულტაციებში საქართველო ჩართო და ამ საკითხზე მასთან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს. ამის სესახებ დეგნანმა პარლამენტში, ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ სიტუაციას და რუსეთის აგრესიულ მცდელობებს, მოახდინოს ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია. საქართველო ჩავრთეთ ჩვენს ყველა კონსულტაციაში და მასთან მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას შევინარჩუნებთ, ვინაიდან ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ინარჩუნებს და ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საშუალებას აძლევს, განიცადონ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა”, – ამბობს დეგნანი.

 

 

იტვირთბა....