კიევში, პეჩერსკის რაიონული სასამართლოსთან, სადაც უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს, სამართალდამცავებსა და ექსპრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გამოცემის Vesti.ua ცნობით, ინციდენტის დროს შენობასთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, თუმცა, მედიას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამის უკან.
როგორც Vesti.ua იტყობინება, აქციაზე დააკავეს ერთი პიროვნება – დაკავებული ვლადიმირ ბალუხია, რომელიც 2017 წელს ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდა პატიმრობაში და 2019 წელს უკრაინულ მხარეს გადასცეს.
არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შენობასთან კარვების გაშლას, ალუმინის კასრებში ცეცხლის დანთებას და ცხელი სასმელების ჩამოსხმას აპირებდნენ, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოსი პოლონეთიდან 17 იანვარს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ საქმე 2021 წლის დეკემბერში აღიძრა. პოროშენკოს ტერორიზმის დაფინანსებას, სახელმწიფო ღალატს და ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის დაფუძნებას ედავებიან. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.