ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გაგიევთან ჩემი მეზობლის ზარი ფიქსირდება…ვნახე ვიდეომიყურადების კადრები, დადასტურდა – გვარამია შეკვეთილ მკვლელობაზე

[su_quote]გამოვლინდა, რომ ისინი ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსულები, ამიტომ გავიდნენ. ლოგიკა მწყობრი იყო, თუმცა უნდა ვაცნობიერებდეთ იმასაც, რომ მე ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს. ასევე არსებობს, ვერსია, რომ ისინი შემოსულები იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ, იმიტომ, რომ სხვა ჯგუფი იყო სინამდვილეში და მათ ყურადღება გადაჰქონდათ. სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე, გულწრფელად უნდა ვთქვა და გავაფრთხილე კიდეც ამაზე ანტიტერორისტული სამსახური. საერთოდ ვერ გავიგე აქამდე, რატომ არ ვიყავი ყველაფრის საქმის კურსში. პირველი არის ის, რომ ჩატარდაა ბრიფინგი, სადაც დადასტურდა, რომ შემოსულია ჯგუფი და ჩემს ლიკვიდაციაზე მუშაობს, ასევე კიდევ სხვა ჟურნალისტის. ეს ჩემთვის უნდა ეთქვათ, რადგან მარტივად ვერ აღვიქვი ეს ამბავი. მეორე – ის, რომ ერთ-ერთი ადამიანი, გაგიევი თუ არ ვცდები, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად და იყო გულით ავადმყოფი, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის დროს და მესამე  სუსტი წერტილი, რაც ჩემთვის მთავარია, მანამდე გაგიევთან მარტში ჩემი მეზობლისგან, ეთნიკურად ოსისგან, რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობს, ფიქსირდება ზარი, ეს ზარი არის სამწამიანი, თუმცა არაფერს მეუბნება. ეს შეიძლება იყო რაიმე სიგნალი, რომელიც კონკრეტულ მოქმედებაზე მიუთითებს. ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვაპირებ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდე, პასუხისმგებლობა არის ანტიტერორისტულ სამსახურზე და იმედია ისეთ ბრიფინგებს ვერ ვნახავთ, რაც მოვისმინე, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება. ადამიანის მიმართ ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ყველა გამოკითხულია მათ შორის წყაროც, რომელიც ასევე ელისო კილაძის წყაროცაა, რომელმაც მე მესამე პირების მეშვეობით შემომითვალა[/su_quote]

 

აცხადებს “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც სუს-ის შენობა რამდენიმე ხნის წინ დატოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია “ქრონიკა +-მა” გამოაქვეყნა.

იტვირთბა....