aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამია: მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ყველა იმ კადრის გასაჯაროვებისკენ მოუწოდა, რომლებზეც სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის ფაქტებია ასახული.

“ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა, არსებობს კადრები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება. ეს არის წამების ამსახველი მასალის მთელი მარშრუტი, ჩასმა, გადმოყვანა, გზის მარშრუტი, გზაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ.

ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით, დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს”, – აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც მოითხოვენ, სააკაშვილს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

იტვირთბა....