[su_quote]ომიკრონით დადასტურებული პირების დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული, ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების დროს. კიდევ ერთხელ მინდა გაზგასმით ვთქვა ბუსტერ დოზის აუცილებლობის შესახებ, ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს, დამცველობით ეფექტს. ამრიგად მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთების გააქტიურება. გუშინ 9000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი[/su_quote]
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.