aviabiletebi
კორონავირუსი მთავარი ციტატა

გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა მასობრივი ბუსტერიზაცია

ჯერჯერობით ომიკრონის შემთხვევები, მინდა დავაკაკუნო, დელტასთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ეს გარკვეულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოდნავ მშვიდად ვიყოთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ბევრი შემთხვევები იქნება ერთდროულად, სხვა სურათი იქნება. ჩვენ ახლა გაანალიზებული გვაქვს, ჩვენი მერვე ანალიზი ამ თვის ბოლოს იქნება გამოქვეყნებული ორი წლის უკვე და იქ ნახავთ თუ როგორ იცავს ომიკრონისგან და რეინფიცირებისგან ბუსტერ დოზა. ამიტომ ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყველა ავიცრათ ვინც ორი დოზით არაა აცრილი და ვინც აცრილია ორი დოზით, ძალიან გთხოვთ გაიკეთოთ ბუსტერი. ბუსტერი შეგიძლიათ გაიკეთოთ სინოვაკითა და სინოფარმით, მაგრამ უმრავლესობა, 85% მოდის ფაიზერზე, დაახლოებით 120 000-მდე ბუსტერია გაკეთებული. ფაიზერის ბუსტერი იცავს ომიკრონის ინფიცირიებისგან და რომც დაემართოს ბუსტერიზირებულს რეინფექცია, იქ მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად. დღეს მთავარი რეკომენდაციაა მასობრივი ბუსტერიზაცია. მეორე მოწოდებაა ნიღაბი, როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....