საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კულურის სფეროში დასაქმებულ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ.
“ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.
ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.
იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზცია სახელდება, თუმცა, სამსახურიდან დათხოვნილი პირების განცხადებით, ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაისაჯნენ.