aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: დევნილები ხომ იმთავითვე მეორეხარისხოვან ადამიანებად გაგვხადეს, მთავრობამ არა, მთელმა საზოგადოებამ

მოკლედ, დევნილები ხომ იმთავითვე მეორეხარისხოვან ადამიანებად გაგვხადეს და უკვე ჩვენი სიცოცხლეც მეორეხარისხოვნად აღიარეს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიკვდილშიც მეორეხარისხოვნები ხართო, გვითხრეს.

მთავრობამ არა, მთელმა საზოგადოებამ.

თქვენ, ვინც დაგვხვდით, როგორც მომხვდურებს და სიცოცხლიდან გვაცილებთ, როგორც გადამფრენ ფრინველებს.

თქვენ, ვინც არასდროს არ გვაგრძნობინეთ, რომ აფხაზეთს მიღმაც ჩვენს სამშობლოში ვართ და ყველა სოფელი თუ ქალაქი, სადაც მოგვიწია დაფუძნება, ისევეა ჩვენი, როგორც თქვენი. ისევეა ჩვენი, როგორც აფხაზეთის სოფელ-ქალაქები იყო.

თქვენ, ვისთვისაც დღემდე უცხოები ვართ, ცოცხალნიც და მკვდარნიც.

თქვენ, ვისთან ერთადაც არასდროს შეგვაქმნევინეთ “ჩვენ”

თქვენ.

წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. შენობაში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

იტვირთბა....