ახალი ამბები მთავარი

ხანძარი თბილისში: აბულაძის ქუჩაზე ცეცხლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

აბულაძის ქუჩაზე ხანძარი წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა. ცეცხლი მეზობელ შენობას მოედო და ერთი საცხოვრებელი სახლის აივანი, მეორე სახლის კი – სახურავი დაზიანდა.

ადგილზე 8 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება მათი თქმით, დაახლოებით 15 წუთში მოხერხდა. დაშავებულები არ არიან.

აბულაძის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულებს დავით ნარმანია დახმარებას ჰპირდება. დედაქალაქის მერი დღეს მომხდარი ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულებს შეხვდა.

სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, სახლის რეაბილიტაციის დასრულებამდე დაზარალებულებს დროებით გაიყვანენ და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფენ.

ხანძარი დღეს დღისით აბულაძის ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა.

 

იტვირთბა....