ახალი ამბები მსოფლიო

პოროშენკო: ზელენსკი საკუთარ თავს ავნებს, თუ უკრაინაში ჩასულს დამაკავებენ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ სამშობლოში დაბრუნებისას დააკავებენ.

“ვერ ვხედავ ჩემი დაკავების მიზეზს. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე ვბრუნდები უკრაინაში, რათა ვიბრძოლო უკრაინისთვის და არა ბატონი ზელენსკის წინააღმდეგ“, – აცხადებს პოროშენკო.

ცნობისთვის, პეტრო პოროშენკო, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, ქვეყანაში დაბრუნებას დღეს აპირებს.

 

იტვირთბა....