[su_quote]ომიკრონი” აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ “ომიკრონისთვის” არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა – ერთი: თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე – თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებს.