ახალი ამბები მთავარი

პრემიერმა საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 450 ათასი ლარი აჩუქა

გიორგი კვირიკაშვილმა პრემირ-მინისტრად დანიშვნისთანავე საქართველოს საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 450 ათასი ლარი საჩუქრად გადაურიცხა.

როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშია აღნიშნულია, საპატრიარქოზე თანხის გამოყოფა წინასაახალწლოდ მოხდა. აღნიშნულის შესახებ კი საკანონმდებლო მაცნემ თანხის გადაცემის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 15 იანვარს გაასაჯაროვა.

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქარ­თვე­ლოს  2015  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს  საპატრიარქოს გამოუყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი)  ლარი,  მათ შორის:

ა)   ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის      სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური   საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

დ)  ა(ა)იპ − საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის  −  10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის −   5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი  რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად.

პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი

იტვირთბა....