ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ იქნება სიაში: “საგურამოში ზოგიერთი ივანიშვილის მაგიდასთან გადაჯდა და სიმღერა დაიწყო”

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა “მაესტროსთან” საუბარში თქვა, რომ საგურამოში “ქართული ოცნების” შეკრების დროს ორი მაგიდა იყო და თითოეულზე დაახლოებით, 30 კაცი იჯდა. როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, გავრცელდა ხმები, თითქოს ვინც ჯაჭვლიანის მაგიდასთან იჯდა, სიაში არ მოხვდებოდა, ხოლო ვინც ივანიშვილის მაგიდასთან იყო, მას აუცილებლად ჩაწერდნენ გამსვლელ სიაში.

“ამის მერე ზოგიერთები გადასხდნენ ბატონ ბიძინასთან და სიმღერა დაიწყეს, მაგრამ მას მერე, რაც ბატონმა ბიძინამ კარგად მოიხსენია ჯაჭვლიანი, ყველანი უკან დაბრუნდნენ ჩემს მაგიდასთან”, – განაცხადა “მაესტროსთან” საუბარში ჯაჭვლიანმა.

იტვირთბა....