ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაატა იმნაძე: დაღუპულების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმიას, რომ ომიკრონი ვაქცინირებულ ადამიანებსაც ემართებათ, მათი უმრავლესობისთვის ვირუსის სასიკვდილო საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, კვლელევი მოწმობს, რომ გარდაცვლილი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო.

“კი ბატონო, ომიკრონი გვერდს უვლის ჩვენს იმუნიტეტს და შესაბამისად, შეიძლება აცრილიც და ბუსტერგაკეთებულიც ავად გახადოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც იღუპებიან, იყო აუცრელი. მალე გამოქვეყნდება საბოლოო ციფრები, პირველი ანგარიში რომ გამოვაქვეყნეთ, იქ დაახლოებით 99 პროცენტი გარდაცვლილი ადამიანების აუცრელი იყო. ყველა ხედავს ჩვენს გარშემო, რომ აუცრელი ადამიანები იღუპებიან, აცრილს შეიძლება დაემართოს, მაგრამ რეანიმაციაში არ მოხვდება”, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

იტვირთბა....