ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: პაციენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ომიკრონი დაემართება თუ დელტა – ომიკრონიც შეიძლება გართულდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, კორონავირუსის დელტა ვარიანტით დაინფიცირდება თუ ომიკრონით, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დაავადების როგორც მსუბუქი, ისე, მძიმე განვითარების ალბათობა.

“თვითონ პაციენტისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ქვს ომიკრონი დაემართება, თუ დელტა. შეიძლება, დელტა დაემართოს და ძალიან მსუბუქად წავიდეს და შეიძლება ომიკრონი დაემართოს და ძალიან მძიმედ წავიდეს. ომიკრონია თუ დელტაა, ეს ეპიდემიოლოგებს გვაინტერესებს ძირითადად“, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

იტვირთბა....