ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იმაზე მეტია, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ვრცელდება. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს უწყების დისკრედიტაციის მცდელობაა და ჩვენს ქვეყანაში, კოვიდგარდაცვალების სტატისტიკა მაქსიმალურად არის მიალოხებული რეალური შემთხვევების რაოდენობასთან.
“რა ფორმატშიც ვრცელდება ამ ორი დღის განმავლობაში მედიაში ეს ინფორმაცია, კოვიდგარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბების შესახებ, არის მიზანმიმათული დისკრედიტაცია როგორც ამ უწყების, ასევე მისი თანამშრომლების და მემგონი არ არის საკითხავი, ვისი მხრიდან.
ის სტატისტიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს, ეყრდნობა ოპერატიულ ინფორმაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია მოგვაწოდოს გარდაცვალების შესახებ ცნობა ფაქტის დადგომიდან ერთი საათის განმავლობაში. მე მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ კლინიკებთან, ვთხოვეთ, რომ მათ არ დააგვიანონ და ზუსტად იმ დადგენილ ერთ საათში გადმოგვცენ ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ, რომ გარდაცვალების და ანგარიშგების ვადები იყოს თანხვედრაში. ეს პროცესი არის გამართული, არაერთი საერთაშორისო კვლევით, საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი მიხლოებულია რეალურ მაჩვენებელებთან, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან“, – აცხადებს თამარ გაბუნია.