ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს”! – მინისტრის მოადგილე განცხადებას ავრცელებს

დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე ალექსნდრე ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს:

„ამ ეკლესიის მტრებს, ჰგონიათ, რომ თანამდებობის შენარჩუნების გამო გავჩერდები. გავჩერდები კი არა, ბოლომდე ჩავყვები და ვამხელ ქვეყნის ყველა მტერს. ვინც დაგიშინებიათ ისინი დააშინეთ! ბრძოლა თქვენნაირების წინააღმდეგ ახლა იწყება!”, – ასე ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სამოქალაქო პლატფორმაში – „არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი გადაყენების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებას:

„როგორ ჩანს, ეკლესიის, მართლმადიდებლობისა და პატრიარქის მტრები ერთად შეიკრიბნენ და ჩემს წინააღმდეგ საგანგებო ღონისძიებები დაგეგმეს. რით ვერ გაიგეს, ამ ცოდვის შვილებმა, რომ თანამდებობა ჩემთვის ერთი თეთრიც არ ღირს და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი ეკლესიის დასაცავად რაიმე მსხვერპლის გაღება მომიწევს!

ბევრი ჩემი “კეთილისმსურველი” დღეს დილიდან მირჩევს, რომ გავჩერდე და თავი დავუხარო გვახარიებს, ბოკერიებს, ნინია კაკაბაძეებს და სხვა მანქურთებს. მინდა კარგად გაიგოთ – სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის სულიერო შვილებო – გავჩერდები კი არა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ სარწმუნოების, ეკლესიის და პატრიარქის მტრების წინააღმდეგ. სულ მარტო რომ დავრჩე ქვეყნიერებაზე, მაინც არ გავჩერდები და მაინც დაგამარცხებთ თქვენ! რადგან სწორედ თქვენნაირმა სისხლიანმა კომკავშირლებმა დააქციეთ ჩემი ქვეყანა 70 წლის განმავლობაში.

ათეისტ-ბოლშევიკების რევანში არ გაგივათ, ვერ დაგვაჩოქებთ და თქვენნაირ უზნეო მანქურთებს ქედს არ მოვუხრით. ახლა შეგიძლიათ მთელს გალაქტიკას მიმართოთ! თქვენი შავი ფული უფრო დიდი რაოდენობით მისცეთ სულგაყიდულ ადამიანებს, ჩემი თანამდებობიდან გადაყენება კი არა, კოცონზე დაწვა მოითხოვოთ, სულ არ მაინტერესებს. ვერ დაგვაშინებთ, თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს! ჩვენი მფარველი ამ ბრძოლაში წმინდა გიორგი იქნება, ხოლო თქვენი მფარველი სერგოს და ფილიპეს ბინძური სულები. თქვენ ვერას დააკლებთ ვერც პატრიარქს და ვერც ეკლესიას, ამიტომ წინასწარ მეცოდებით!

 

 

იტვირთბა....