ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე მეტი დრო რჩება და აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს, უკვე გადააჭარბა.

მმართველი პარტია „ფიდესის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მდიარმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„ბევრი ადამიანი მიდის არჩევნებზე. თუ გვინდა უნგრეთის უსაფრთხოების დაცვა, არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში“, – განაცხადა ორბანმა.

იტვირთბა....