აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-სა და ირანის დელეგაციებმა ისლამაბადი დატოვეს

აშშ-სა და ირანის დელეგაციებმა პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვეს, სადაც მათ შორის გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა, ისლამაბადი დატოვა.

მანამდე, პაკისტანის დედაქალაქი დატოვა აშშ-ის დელეგაციამაც, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

იტვირთბა....