ახალი ამბები მსოფლიო

ზახაროვა: პუტინის დარიგებაა, რომ დასავლეთი მუდმივად ძაბვის ქვეშ გვყავდეს, მოუწევთ ახალ წესებს შეეგუონ

პუტინის დარიგებით, დასავლეთი მუდმივად ძაბვის ქვეშ უნდა გვყავდეს, მოუწევთ ახალ წესებს შეეგუონ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუბილე, 220 წელი, ემთხვევა “ცნობილ” ძაბვას, 220 ვოლტს.

“გახსოვთ თქვენ ალბათ, ცოტა ხნის წინ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გამოსვლის დროს, დაგვარიგა, რომ პარტნიორები, იგულისხმება დასავლეთის ქვეყნები, “საერთოდ ცნობილი ძაბვის ქვეშ” გვყავდეს, პირდაპირ ვციტირებ. რიცხვების მაგიამ, როგორც ჩანს, იწინასწარმტეტყველა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუბილე, 220 წელი, ემთხვევა “ცნობილ” ძაბვას, 220 ვოლტს. ასე რომ, ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს ახალ წესებთან შეგუება მოუწევს”, – აცხადებს ზახაროვა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სახელმწიფო ინსპექტორი: მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

ტორესა მოსი: საბჭოთა მილიცია გვაქვს…სისტემა აგურ-აგურ უნდა დავშალოთ

ზელენსკი: კერკეტი კაკალი გამოვდექი…მზად არ ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის მეღალატა

თარგამაძე: უსიტყვო გმინვამ შემზარა…თუ რეაქცია არ გაქვთ, არც გული გაქვთ, არც გონი და არც ადამიანი ხართ

კელი: რატომ არ ეკითხებით უკრაინას, “რითი დაგეხმაროთ”?…რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას