ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან ფერაძის განცხადებით, ომიკრონის შემთხვევაში სწრაფი ტესტი ცრუ უარყოფით პასუხს აფიქსირებს. როგორც ფერაძე აღნიშნავს, სასურველია, რომ პისიარ ტესტის გაკეთება დადასტურებული კონტაქტების შემთხვევაში მაინც იყოს უფასო.
“ომიკრონის შემთხვევაში სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი. ეს უკვე ცნობილი ფაქტია, შესაბამისად, ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, რომ გაიკეთონ პისიარ კვლევა, რომელიც სხვადასხვა კლინიკაში ღირს დაახლოებით 70-დან 100 ლარამდე, რისი შესაძლებლობაც მოსახლეობას ნამდვილად არააქვს. სასურველია, რომ დადასტურებული კონტაქტები მაინც იქნეს დაფინანსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომიკრონის გავრცელებას ჩვენ საზღვრებს ვერ მოვუნახავთ. იქნება უკონტროლო და პრაქტიკულად, ყველას შეგვხვდება”, – განუცხადა ექიმმა ტელეკომპანია პირველს.