ქუთაისში ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების შენობაში ხანძარი იყო. ამ შენობაში მდებარეობს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის რაიონული ოფისიც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი პარტიის ოფისსაც გაუჩნდა.
როგორც “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარაიამ განუცხადა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა და ოფისი დაზიანებული არ არის.
ცეცხლის გაჩენის მიზეზად ელექტრო ჩამრთველი სახელდება.