ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სენატორები ბაიდენს სთხოვენ, არ განიხილოს უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე და ეს საქართველოზეც გავრცელდეს

აშშ-ს სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრი 9 წევრმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მტკიცედ დაცვას სთხოვს. წერილში, რომლის შინაარსსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს, გამოხატულია სენატორების სურვილი, რომ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მკაფიოდ დააფიქსიროს ის მხარდაჭერა, რომელიხ ამერიკას აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ აქვს.

“შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, – აღნიშნულია წერილში.

ამით, სენატორთა ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლითაც, მათგან მოითხოვდა გარანტიას, რომ  უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებოდნენ.

როგორც სენატორების წერილშია აღნიშნული, ისინი ემხრობიან იმას, რომ პუტინის მოქმედებებზე მკაფიო რეაგირება მოკავშირეებთა კოორდინირებული ჩართულობით მოხდეს.

“პუტინს ცხადად გააგებინეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ [რუსეთის] უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგების გარეშე“, – წერენ სენატორები.

იტვირთბა....