ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ში პაციენტს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს

აშშ-ში მცხოვრები დევიდ ბენეტი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გულის ტრანსპლანტაცია გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბილტმორში ჩატარებული შვიდსაათიანი ექსპერიმუნტული პროცედურიდან სამი დღის შემდეგ, 57 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

“ან მოვკვდები, ან ეს ტრანსპლანტანტი უნდა გავიკეთო. ვიცი, ეს სიბნელეში გასროლას ჰგავს, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო არჩევანია“, – განაცხადა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მან.

ბენეტი და მისი ქირურგი ბართლი გრიფიტი ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ამ ოპერაციის ჩასატარებლად უფლება აშშ-ს სამედიცინო რეგულირების სამსახურისგან სწორედ იმის საფუძველზე მიიღეს, რომ წინაღმდეგ შემთხვევაში, გულის უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, რადგან მის შემთხვევაში, შეუთავსებელი იყო როგორც დონორის ორგანოს, ისე, ხელოვნური გულის ტუმბოს ჩადგმა.

თუმცა, როგორც ბიბისი წერს, ჯერ უცნობია, გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს თუ არა დევიდ ბენეტს გადარჩენის შანსი.

იტვირთბა....