ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე: ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან, მინდა, პრეზიდენტმა შეიწყალოს ისინი

დღეს სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო და მას 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძემ განაცხადა რომ სურს, მისი შვილის საქმეზე ბრალდებულები პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს.

“ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან. მინდა, პრეზიდენტმა შეიწყალოს ისინი. იქნებიან თუ არა ისინი ციხეში, ამას უკვე აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ზურაბიშვილს რამდენჯერმე მივმართე და ახლაც თქვენი საშუალებით მივმართავ, შეიწყალოს ისინი. ხმას არ ვიღებ და თანახმა ვარ ყველაფერზე, მეტი რაღა ვქნა.”, – განუცხადა ზაზა სარალიძემ ambebi.ge-ს.

სარალიძის თქმით, მისი მიზანია, დაისაჯონ მაღალი თანამდებობის პირები.

“ახლა, სავარაუდოდ, გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიდა და აფერხებდა“, – ამბობს სარალიძე.

იტვირთბა....