aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლის მონაწილეებმაც ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაების გაჭიანურება გააპროტესტეს. როგორც სააკაშვილი წერს, სწორედ ასეთი გამოსვლებით გახდება შესაძლებელი კორუფციასა და ოლიგარქატზე გამარჯვება.

“წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ჯგუფებმა მთელ საქართველოში უნდა გააპროტესტონ კორუფცია და უსამათლობა.

“ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს – სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა – დაგვყოს, დაგვაქუცმაცოს, დაგვაშინოს, დაგვაბნიოს… აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, აქციაზე, სადაც მოსახლეობა ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალზე იყო შეკრებილი, ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს ორი დეპუტატი, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს.

 

იტვირთბა....