aviabiletebi
ახალი ამბები

ხაბეიშვილი: მე და სააკაშვილმა განვიხილეთ, როგორ უნდა შემცირდეს საწვავის ფასი მინიმუმ 80 თეთრით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საწვავის ფასის კლებისა და ხელფასების და პენსიების გაზრდის გზებზე.

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 80 თეთრით; როგორ უნდა იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ შრომის მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან და როგორ უნდა გახდეს შესაძლებელი, რომ პენსიონერებს 500-600 ლარი ჰქონდეთ პენსია.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი და სააკაშვილის საუბრის თემა ასევე შეეხებოდა იმას, რომ მძიმე სოციალურ პირობებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ოპოზიციის და ხალხის გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ გაჭირვებას, კომუნალურების, ტრანსპორტის, საწვავის, პროდუქტების და მედიკამენტების გაძვირებას აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული რეაგირება ოპოზიციიდან და ხალხისგანაც“, – ამბობს ხაბეიშვილი.

 

იტვირთბა....