ახალი ამბები პოლიტიკა

ხუხაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ამბებმა ოპოზიცია საერთოდ დაღუპა

[su_quote]პრობლემები აქვს პარტიას. პრობლემები აქვს, პირველ რიგში ელექტორატის შენარჩუნების. სკეპტიკური განწყობები გაძლიერდა. მელია მინიმუმ არ დასუსტებულა, თავისი ხაზი გაატარა დღეს. ასე რომ, ვფიქრობ, მელიამ პოზიციები მინიმუმ შეინარჩუნა.

ვურჩევდი სააკაშვილს, ცოტა ხნით აცადოს მელიას. მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგმა დაღუპა საერთოდ ოპოზიცია. დღევანდელი აქტივობაც სააკაშვილის, დილა-საღამოსი, ყოველდღიური, ესეც ხელისუფლების ინტერესებშია. თუ სააკაშვილმა ასე იაქტიურა, ვერც რეგიონებში გავლენ ესენი და ვერც სხვა თემაზე ვერ ილაპარაკებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა, მიხეილ სააკაშვილი მაინც რჩება ლიდერად და თუ ის ყოველ დღე იწივლებს, რომ მთავარი თემა ჩემი გათავისუფლებააო, პარტიასაც მანევრს მოუკლავს საერთოდ. სააკაშვილის საკითხი არ არის ოპოზიციის გაერთიანების საკითხი, იქ არის წინააღმდეგობები[/su_quote]

აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა და ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....