ახალი ამბები პოლიტიკა

დეკანოიძე: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს, რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება

სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს – რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა.

მისივე თქმით, ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.

“ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა. მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს, გარდა ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობისა. გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ:

– პოლიტიკურ მართმსაჯულებაზე და პრეზიდენტის პატიმრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას;

– ამომრჩეველთან მუშაობა (არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ორი თვით ადრე) მუდმივად;

– საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა;

– საკრებულოებში ადამიანებისთვის ბრძოლა;

– პარლამენტში მაქსიმალურ თანხმობას ოპოზიციასთან, საგამოძიებო კომისიებს და ევრორეფორმების პაკეტის შემუშავებას, რაზეც მალე დავიწყებთ კონსულტაციებს;

– პროდასავლური ოპოზიციის ერთობა საერთო ინტერესების გარშემო;

აქციები და პროტესტი უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ აქვე ისიც არის, რომ როცა ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტია პროტესტზე იკრიბება – ეს აქცია მძლავრი უნდა იყოს.

გულწრფელი ვთქვათ: ხელისუფლებას მიმდინარე აქციები არ აშინებს.

და მათავარი: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს – რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება.

ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.

ეს მიმაჩნია სტრატეგიად”, – წერს დეკანოიძე.

იტვირთბა....