[su_quote]ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის, „რემდესივირის“ ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტორებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში. „პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში. ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც „დელტა“ შტამზე, ასევე ომიკრონზეც. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.