ახალი ამბები პოლიტიკა

ბოკერია: უნდა დავამსხვრიოთ ის ცინიკური კულტურა, რომ პოლიტიკა არის სიბინძურე და ყველა იტყუება

[su_quote]ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს ესმოდეს, რომ უნდა დავამსხვრიოთ ის ცინიკური კულტურა, რაც დიდი ხანია დაინერგა, მაგრამ ივანიშვილმა გააღრმავა. რომ “საერთოდ პოლიტიკა არის სიბინძურე”, “პოლიტიკური პარტიები მოდიან არჩევნების წინ, რომ ხმა უნდათ”, “ხმები იყიდება და თუ ხმები იყიდება, ვინც მეტს გადამიხდის, იმას მივცემ”, “ყველა მატყუარაა”, რადგან დღითიდღე ხედავენ, რომ ყველა იტყუება.

რაც მთავარია, პირველი ამოცანა ამ ქვეყანაში არის ამ რეჟიმის შეცვლა მშვიდობიანი გზით, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრით, ევროპული საქართველოს აზრით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისას, იმ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, რაც უკვე ჩანს და რაც დარჩება, პოპულიზმს არ მიეცეს ხელახლა გასაქანი მისი დამარცხების შემდეგ.

ჩვენ მძიმე პრობლემები გვექნება და ვხედავთ ტენდენციას პოლიტიკურ სპექტრში, მის დიდ წარმომადგენლებში განსაკუთრებით, რომ ოცნებასავით იქცევიან მნიშვნელოვან საკითხებში.

ჩემთვის ასეთი საკითხი იყო ნამახვანის ამბავი, პარტიები ისე უყურებენ, რომ იმ მომენტში რაკი ასეთია ხალხში განწყობა, “ჩვენ ამას უნდა ავყვეთ”, და მერე? მერე შედეგებზე პასუხს არ აგებენ საერთოდ.

ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძალები გატრიალდნენ და გაძლიერდნენ ის ძალები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ასე არ მოიქცევიან, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად არ ჩაეფლოს ჭაობში[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

იტვირთბა....