ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოვიდშეზღუდვები ევროპის ქვეყნებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ვენაში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ შაბათ-კვირას მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ბრიუსელში, პრაღასა და სხვა ევროპულ ქალაქებში გამოსულ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ როგორც ვაქცინის მოწინააღმდეგეები, ასევე, ის ადამიანები, რომელთა უკმაყოფილებაც ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო ევროკავშირში გამკაცრებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

გამოცემის Deutsche Welle ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც რესტორნებში, ბარებსა და სხვა დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდსაშვს ითხოვენ, კვირას 5 000 უკმაყოფილო მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ასაკობრივი კატეგორიებისა და პროფესიების წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

პროტესტს ათასობით მონაწილე ჰყავდა გერმანიის ქალაქებშიც. ჰამბურგში, ფრანკფურტშ, დუსელდორფსა და კობლენზში ჯამში 13 000 ადამიანი გამოვიდა კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად.

ექსპერტების პროგნოზით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელებამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში, შესაძლოა, საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს.

იტვირთბა....